20 აპრილს ქ.გარდაბნის №1 საშუალო სკოლაში ჩატარდა საკონსულტაციო შეხვედრა სამოქალაქო კლუბებსა და საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდნენ გარდაბნის №1, სოფელ ვახტანგისისა და ლემშვენიერას საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები. ორგანიზაცია სიქა-ს კონსულტანტებმა მიაწოდეს დამატებითი ინფორმაცია პროგრამის მიმართულებების შესახებ, ისაუბრეს თუ რა სახის ღონისძიებების ჩატარება შეუძლიათ სამოქალაქო კლუბებში. ასევე განიხილეს საგრანტო განაცხადების ახალი თემები. შეხვედრის დასასრულს მასწავლებლებს გადაეცათ ბაინდერები, რომლებშიც განათავსებენ ინფორმაციებს სამოქალაქო კლუბის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ.
Thursday, 21 April 2011
Thursday, 24 March 2011
პროგრამის პრეზენტაცია გარდაბნის რაიონის საჯარო სკოლების დირექტორებისთვის
23 მარტს გარდაბნის რესურს-ცენტრში მოეწყო „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის „ პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ გარდაბნის რაიონის 38 საჯარო სკოლის დირექტორები. დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია პროგრამის მიმართულებების შესახებ, პროგრამაში ჩართული სკოლების წარმომადგნელებს გადაეცათ პროგრამის პოსტერები, პროგრამის დეტალური აღწერა და სამაგიდო კალედრები. დაიგეგმა პროგრამაში ჩართული გარდაბნის რაიონის საჯარო სკოლებში ადგილზე ვიზიტები და პრეზენტაციები სკოლების მოსწავლეთათვის.
Subscribe to:
Posts (Atom)